კბილთა მწკრივების პროთეზირება, მოსახსნელი პროთეზებით ხორციელდება კბილთა სრული ან დიდი რაოდენობით დაკარგვის დროს. ამ დროს ირღვევა კვების ფუნქცია, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს მომნელებელი ორგანოების დაავადებები. ამავ დროულად ირღვევა სახის ესთეტიკა, იცვლება სახის ქვედა მესამედის ფორმები, ტუჩის კუთხეები ჩამოდის ქვემოთ და სახეს ეძლევა სიბერის გამომეტყველება. იცვლება ბგერების ჟღერადობა.
გამომდინარე ზემოთ ჩამოთვლილისა აუცილებელია კბილთა მწკრივების აღდგენა დროულად, რაც მეტი დროა გასული მით უფრო რთულდება პროთეზირება. არასწორად განაწილებული კვებითი დატვირთვის დროს, ყბის ძვლები განიცდის ატროფიას (განლევას).
ამ ტიპის პროთეზები ორნაირია აკრილის. არის მკვრივი და საჭიროებს მიჩვევისთვის მეტ დროს, განსხვავებით ვოლპლასტის პროთეზებისა (ნეილონის იგივე რბილი). ნეილონის პროთეზები სწრაფად აღადგენს ღეჭვით და მეტყველების ფუნქციებს. იგი განსხვავებით აკრილისა რბილია და ელასტიური. მეტად კომფორტულია ლორწოვანთან შეხებისას და ნაკლებად ხასიათდება ცალკეული უბნების გაღიზიანებით და მოჭყლეტვით.
No comments:
Post a Comment