Tuesday, January 25, 2022

კბილის კერამიკული ჩანართები

კბილის კერამიკული ჩანართები, წარმოადგენს ბჟენის ("პლომბის") ეფექტურ ალტერნატივას. იგი მზადდება სტომატოლოგიური სატექნიკო ლაბორატორიაში პაციენტის ინდივიდუალური მახასიათებლებით. მას გააჩნია მაღალი სიმყარე რის შედეგადაც გვაძლევს საშუალებას შევინარჩუნოთ კბილის მთლიანობა ორთოპედიული გვირგვინების გვერდის ავლით.

 მის ერთ-ერთ უპირატესობას წარმოადგენს დამზადდეს კბილის ქსოვილის პრეპარირების (დაქლიბვის) გარეშე, მხოლოდ კარიესით დაზიანებული ქსოვილის მოშორებით. გააჩნია მაღალი სიმტკიცე, უძლებს ღეჭვით დატვირთვას (390 კგ < ) და არ განიცდის დეფორმაციებს დატვირთვის დროს, განსხვავებით მსგავს მკურნალობაში გამოყენებული მასალებისა. არ იცვლის ფერს და ფორმას. აქვს მეტად ჰიგიენური თვისებები ბაქტერიებისა და პიგმენტური საკვების მიმართ.

 კბილის კერამიკული ჩანართები მზადდება ორ ვიზიტში. პირველზე ხდება დაზიანებული ქსოვილის მომზადება ჩანართისთვის და ანაბეჭდის აღება, ურთიერთ საწინააღმდეგო კბილებიდან, ზუსტი რელიეფის გადმოსაცემად. შემდგომ ვიზიტზე ფიქსირდება მუდმივი საადგეზიო სისტემით.

 ასეთი მკურნალობის უპირატესობას გარდა ზემოთ აღნიშნულისა წარმოადგენს საპირისპირო კბილების ზუსტი და სწორი შეთანასოვნება. იგი ხდება პროფილაქტიკური გამოსავალი იმ პირებისთვის, რომლებსაც გააჩნიათ ქვედა ყბის სახსრის პრობლემები, გამოწვეული თანკბილვის სიმაღლის დაქვეითებით. კბილების გენერალიზებული ცვეთის დროს.
 

No comments:

Post a Comment

ბიუგელი

  ბიუგელის პროთეზი წარმოადგენს, მოსახსნელი ნაწილობრივი პროთეზის ალტერნატივას და გამოიყენება იმ შემთხვევებში როდესაც ვერ ხერხდება კბილთა მწკ...