Tuesday, January 25, 2022

ცირკონო-კერამიკული გვირგვინი

ცირკონის დიოქსიდზე დატანილი ფაიფურის მასები წარმოადგენს თანამედროვე ალტერნატივას მეტალო-კერამიკული გვირგვინებისა

მარცხნივ მეტალო-კერამიკული გვირგვინი.
მარჯვნივ ცირკონო-კერამიკული
 იგი თავისი მახასიათებლებით მაქსიმალურად ბიოთავსებადია  პირის ღრუს მფარავ ზედაპირთან, არის მსუბუქი და მტკიცე. მდგრადი სხვადასხვა განათებების მიმართ.

 ცირკონის დიოქსიდი ყველაზე მეტად უახლოვდება კბილის ქსოვილის მახასიათებლებს მსგავს კონსტრუქციებში. არის თეთრი ფერის ოდნავ გამჭვირვალე. გამოიყენება რიგორც ცალკეული გვირგვინების, ასევე ხიდისებრი კონსტრუქციების და ესთეტიური სამუშაოების დროს. თანამედროვე სტომატოლოგიაში წარმოადგენს საუკეთესო არჩევანს კბილთა მწკრივების აღსადგენად.

 ცირკონის დიოქსიდზე დაფუძნებული ბაზა არის ძალიან თხელი 0,5 მმ. კბილის მომზადება ასეთი კონსტრუქციისთვის არის მაქსიმალურად დამზოგველი და ატრავმული. არის ცუდი თბოგამტარი. ზემოთ აღნიშნული თვისებები გვაძლევს საშუალებას გამოვიყენოთ ინტაქტურ (ცოცხალ) კბილებზე ესთეტიკისა და მგრძნობელობის გამოსასწორებლად.


No comments:

Post a Comment

ბიუგელი

  ბიუგელის პროთეზი წარმოადგენს, მოსახსნელი ნაწილობრივი პროთეზის ალტერნატივას და გამოიყენება იმ შემთხვევებში როდესაც ვერ ხერხდება კბილთა მწკ...