მკურნალობის გეგმიდან გამომდინარე არსებობს ბიუგელის ფიქსაციის სამი ვარიანტი.
პირველი კლამერების საშუალებით, ამ ტიპის სამაგრები პროთეზის ბაზისიდან (ხელოვნური კბილების) გამოდის და საკუთარ კბილებს ორი მხრიდან ედება. ასეთი მიმაგრება შესაძლებელია ჩანდეს მეტყველების დროს.
მეორე არის მიკრო საკეტები (ატაჩმენები). ამ ტიპის სამაგრებისთვის საჭიროა საკუთარ კბილებზე მეტალო-კერამიკული გვირგვინების დამზადება. გვირგვინებსა და ბიუგელის ბაზის შორის მზადდება ატაჩმენები. ფიქსაციის თავისებურებიდან გამომდინარე ნაკლებად შესამჩნევია და მყარი კლამერებთან მიმართებაში.
მესამე ტიპის ფიქსაცია ხორციელდება ტელესკოპური გვირგვინების საშუალებით. ასეთი ფიქსაციის დროს, საკუთარ კბილებზე მზადდება, მეტალის ცილინდრის ფორმის "გვირგვინები", რომლებიც ბიუგელის ხელოვნური კბილების ბაზისის ქვემოთ თავსდება. გამოირჩევა მაღალი სიმყარით წინა მორბედებთან შედარებით და შეუმჩნეველს ხდის პროთეზს ფართო ღიმილის შემთხვევაშიც კი.
მზადდება რამდენიმე ვიზიტში, ხდება საყრდენი კბილების დამუშავება მკურნალობა, აუცილებლობის შემთხვევაში და ანაბეჭდების მომზადება, ინდივიდუალური პარამეტრებით. მოდელის დამზადების შემდგომ მორგება და კორექცია თუ საჭიროებს. შემდგომ ფიქსაცია პირის ღრუში.
ბიუგელის უპირატესობას წარმოადგენს ზედა ყბაზე სასის ნაწილის არ არსებობა, რაც აადვილებს მის მოხმარებას და გემოვნურ თვისებებს. ასევე გადაცემს ღეჭვით დატვირთვას შესაბამის უბნებს პირის ღრუში რაც ძვლოვანი სისტემის დეფორმაციებისგან იცავს პაციენტს. ესთეტიური თვალსაზრისით სრულიად აღადგენს კბილთა მწკრივებს და აუმჯობესებს კბილების დაკარგვით გამოწვეულ სახის მეორედ ცვლილებებს.